თელავი – დილა| მატჩის წინ

თელავი – დილა| მატჩის წინ

8 მარტს ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩში, ჩვენი გუნდი ახლად დაწინაურებულ ,,თელავს” სტუმრად, თელავის რაგბის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი  15:00 საათზე დაიწყება.

გასული ტურის შედეგები

– გასული ტურში ეროვნული  ლიგის დებიუტანტებმა, სტუმრად თბილისის ,,დინამოსთან ” ნულოვანი ფრე ითამაშეს, ჩვენმა გუნდმა კი ასევე სტუმრად, ქუთაისის ,,ტორპედოს” 2:0 სძლია.

ბოლო ურთერთდაპირისპირება

ამ გუნდებმა ბოლო ოფიციალური შეხვედრა 2018 წელს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს  თასის მერვედფინალურ ეტაპზე ჩაატარეს, მაშინ ერთ მატჩიან დაპირისპირებაში, კახელებმა 1:0 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

დანაკლისი

ხვალინდელ მატჩში ჩვენს გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ გიორბელიძე დააკლდება, რომელიც თამაშის უფლებას უკვე მე-3 ტურიდან მიიღებს.

 

პირდაპირი რეპორტაჟი

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნულუ ლიგის ოფიციალურ გვედზე –ELIGA.GE -ზე იხილავთ.

არბიტრთა ბრიგადა 

თელავი – დილას  მატჩის მთავარი მსაჯი  გოგა კიკაჩეიშვილი იქნება

ასისტენტები :  მ. კუპატაძე  ბ. ჟვანია. მეოთხე არბიტრი -ი. ხერხაძე

 

2020-03-07T18:48:51+00:00