თენგიზ წიქარიძე დილაში დაბრუნდა

თენგიზ წიქარიძე დილაში დაბრუნდა

თენგიზ წიქარიძე  დილაში დაბრუნდა.  23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კლუბთან  კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა.

იგი  ჩვენს გუნდს ქუთაისის ტორპედოდან დაუბრუნდა  სადაც გასულ სეზონის სტარტზე სწორედ  დილადან  გადაბარგდა,  ტორპედოს რიგებში მან  2 სეზონის ჯამში,  ეროვნული ლიგის 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

იგი 2 ჯერ  დაეუფლა ქვეყნის სუპერ თასს   და ერთხელ  დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასს,  მანამდე კი იგი ჩვენს გუნდში 2014 -17 წლებში ასპარზობდა და გუნდის ერთ ერთი გამორჩეული ნახევარმცველიც გახლდათ. ეროვნული ლიგის სადებიუტო, 2017 წლის სეზონში, მან  დილას რიგებში 24 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2019-07-10T02:54:34+00:00