თორნიკე ძოწენიძე დილას ფეხბურთელია

თორნიკე ძოწენიძე დილას ფეხბურთელია

22 წლის ცენტრალური მცველი თორნიკე ძოწენიძე კარიერას ჩვენს გუნდში გააგრძელებს, კლუბსა და  ფეხბურთელს შორის 3 წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. თორნიკემ გასული სეზონი  ,,თელავის” რიგებში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 27 მატჩი ჩაატარა.  თორნიკეს თელავის გარდა თბილისის  დინამოს რიგებში უთამაშია, იგი სწორედ დინამოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. ახალგაზრდა მცველს ნათამაშები აქვს საქართველოს 20 და 21 წლამდე ნაკრებებშიც.

იხილეთ ვიდეო ჩვენი ახლაწვეულის შესახებ 

2022-01-13T12:43:03+00:00