ირაკლი ბიძინაშვილი: ,,მოედანზე ჩვენი გეგმა შევასრულეთ, რამაც შედეგი მოგვიტანა”

ირაკლი ბიძინაშვილი: ,,მოედანზე ჩვენი გეგმა შევასრულეთ, რამაც შედეგი მოგვიტანა”

დილამ დღეს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, ქუთაისში 2:0  გამარჯვებით დაიწყო. გოლები ნუგო სპანდერაშვილისა  და ფრანცისკო მადინგას  ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ ჩვენს საიტთან კლუბის ახალწვეულმა ნახევარმცველმა,  ირაკლი ბიძინაშვილმა  ისაუბრა და მატჩი შეაფასა, როგორც ირაკლი აღნიშნავს გამარჯვების წინაპირობად მწვრთნელის დავალებების შესრულება და წინასამატჩო გეგმის მოედანზე განხორცილება გახდა.

მოგეხსენებათ სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი იყო და მოგების მიუხედავად ცხადია, რომ ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ, თუმცა საბედნიეროდ რაც მატჩამდე დავგეგმეთ შევასრულეთ და მატჩი ჩვენი გამარჯვებით დავასრულეთ. აუცილებელი იყო, რომ სეზონი გამარჯვებით დაგვეწყო და მეორესმხრივ,  კარი მშრალად შეგვენახა, რაც ასევე მოვახერხეთ.

გასვლითი მატჩის მოგება ყოველთვის რთულია და წარმატება ძალიან სასიხარულოა, ახლა ყველფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომდევნო მატჩისთვის ძალები სრულად აღვიდგინოთ და ,,თელავთან” მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ. – გვითხრა ირაკლიმ მატჩის შეფასებისას.

 

2020-03-01T22:36:58+00:00