ირაკლი ბიძინაშვილი: ,,თელავმა დაამტკიცა რომ ორგანიზებული გუნდია, რთული მატჩი გველის”

ირაკლი ბიძინაშვილი: ,,თელავმა დაამტკიცა რომ ორგანიზებული გუნდია, რთული მატჩი გველის”

8 მარტს ეროვნული ლიგის მე-2 ტურის მატჩში ჩვენი გუნდი ახლად დაწინაურებულ ,,თელავს” სტუმრად, თელავის რაგბის სტადიონზე დაუპირისპირდება. მატჩი  15:00 საათზე დაიწყება.

მატჩის წინ ჩვენს საიტთან კლუბის ნახევარმცველმა, ირაკლი ბიძინაშვილმა  ისაუბრა და განაცხადა, რომ დილას საკმაოდ ორგანიზებული გუნდის წინაშე მოუწევს თამაში, რაც იოლი არ იქნება

,,აღნიშნული მატჩისთვის სრული მზადყოფნაა, განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი 100% მზადაა ბრძოლისთვის. რაც შეეხება ჩვენს ხვალინდელ მეტოქე – თელავს მათ წინა ტურში დაამტკიცეს რომ ძალიან ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, თუმცა ჩვენი ერთადერთი მიზანი 3 ქულაა და შევეცდებით მატჩის წინ დასახული ყველა ტაქტიკური გეგმა შევასრულოთ და შინ 3 ქულით დავბრუნდეთ.” – განაცხადა ირაკლიმ

2020-03-07T21:37:20+00:00