ირაკლი ლექვთაძე ,,დილას” ფეხბურთელია

ირაკლი ლექვთაძე ,,დილას” ფეხბურთელია

ირაკლი ლექვთაძე  ,,დილას” ფეხბურთელია. 28 წლის შემტევმა ნახევარმცვლემა,  ჩვენს კლუბთან 2 წლიანი  ხელშეკრულება გააფორმა.  მისთვის ყველაზე კომფორტული სათამაშო პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია.

,,დინამო” თბილისის აკადემიის მიერ აღზრდილი ფეხბურთელი ბოლოს საჩხერის ,,ჩიხურაში” ასპარეზობდა, მანამდე კი მის კარიერაში, უკვე ხსენებულ დინამოს მთავარი გუნდის გარდა, ,,ცხინვალი” ,,სიონი” და ქუთაისის ,,ტორპედო” იყო.

ცალკე გამოსაყოფია 2011-12 წლების სეზონი, ამ დროს იგი ჩვენი გუნდის რიგებში, თბილისის ,,დინამოდან” იჯარის წესით ასპარეზობდა.

იგი 2012 -14 წლებში 2 გახდა საქართველოს თასის მფლობელი  ,,დილასა და ,,დინამოსთან” ერთად, რაც კიდევ ერთხელ, უკვე 2017 წელს საჩხერის ,,ჩიხურას ” რიგებში მოახერხა.

ვიდეო მის შესახებ 

2020-06-17T15:51:45+00:00