ირაკლი ლექვთაძე : ,,ლიდერობის შესანარჩუნებლად სტაბილურობა მოგვეთხოვება”

ირაკლი ლექვთაძე : ,,ლიდერობის შესანარჩუნებლად სტაბილურობა მოგვეთხოვება”

ბათუმის დინამოსთან მატჩის წინ  ირაკლი ლექვთაძემ გამოცემა POPSPORT.COM -ს  კომენტარი მისცა და აღნიშნა, რომ  გუნდი   მეტოქის თამაშს აანალიზებს და ცდილობს მატჩის წინ სწორი დასკვნები გამოიტანოს.

“ჩვეულ რიტმში ვემზადებით, განსაკუთრებული არაფერი. უბრალოდ, გვაქვს ტაქტიკური, თეორიული ვარჯიშები. ყველა გუნდს თავისი ტაქტიკა აქვს და შესაბამისად, დინამო ბათუმის ძლიერ და სუსტ მხარეებს ვსწავლობთ. მთელი კვირა სწორედ ამ მატჩისთვის ვემზადებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა წინა მატჩიდან გამომდინარე. მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ და მოვიგეთ. თუმცა ეს უკვე წარსულია და ახლა კონცენტრაცია მხოლოდ დინამო ბათუმთან თამაშზე გვაქვს. სატურნირო ცხრილში ლიდერობა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. ამის მიღწევა ადვილია, მაგრამ შენარჩუნება და სტაბილურობა – რთული. ასე რომ, ვცდილობთ, სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რათა ეს დადებითი სერია გავაგრძელოთ”. განუცხადა ირაკლიმ გამოცემას.

2020-07-25T15:59:23+00:00