ირაკლი მოდებაძე ,,ამ წარმატების მთავარი მიზეზი ერთიანობა იყო”

ირაკლი მოდებაძე ,,ამ წარმატების მთავარი მიზეზი ერთიანობა იყო”

დღეს ,,დილას” ჩემპიონობიდან 5 წელი გავიდა. საჩემპიონო სეზონი ჩვენს საიტთან, კლუბის იმჟამინდელმა ფორვარდმა და ამჟამად კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ირაკლი მოდებაძემ გაიხსენა და მთლიანი სეოზნისა  და ჩემპიონობის განამპირობებელ ფაქტორებზე ისაუბრა

,, 2014-15 წლის სეზონი შემიძლია ვთქვა, რომ რთულად დაიწყო, გუნდმა უცხოური შეკრების გავლა ვერ შეძლო და მხოლოდ ადგილობრივ დონეზე მოვემზადეთ, ფინანსური საკითხების გამო იყო დაკომპლექტების პრობლემაც,  შემდეგ დადგა გუნდში სელექციის ეტაპი, დაგვემატნენ კარგი, ძლიერი მოთამაშეები,  მახოსვს რომ ამ პროცესში ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად  მე და ლექსო კვახაძე აქტიურად ვმონაწილობდით, გუნდში გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად ახალგაზრდა პერსპექტიული ბიჭები მოვდინენ, რომელთა ნაწილი იმ სეზონის შემდეგ ეროვნული ნაკრების ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე  ეროვნული გუნდის  სრულფასოვანი წევრია.

ცალკე უნდა აღვნიშნო გულშემატკვირის ფაქტორი. რომელმაც ჩვენთან ერთად ბევრი სირთულე გადალახა სეზონის მიმდინაროებისას და დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ გუნდი  ერთ მთლიან მუშტად შეკრულიყო, საბოლოოდ ამან  თავისი შედეგი მოიტანა და ბევრი პრობლემის მიუხედავად გუნდმა  ისტორიული ტიტული მოიპოვა, ღვთის წყალობით და ერთიანობით.

სწორედ ეს იყო წარმატების მთავარი  გასაღები და იმედი მაქვს რომ მსგავი ერთიანობით ეს ქალაქი და ეს გულშემატკივარი  მსგავს წარმატებას მომავალშიც იზეიმებს.” – გვითხრა ირაკლიმ

2020-05-13T23:04:27+00:00