ირაკლი მოდებაძე „გორის დილა“-ს დიდ ოჯახში რჩება


როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობმა თავდამსხმელმა ირაკლი მოდებაძემ ფეხბურთელის კარიერა 2017 წლის სეზონის მიწურულს „გორის დილა“-ში დაასრულა.

გუნდის დამფუძნებლებმა გორელი გულშემატკივრისთვის საყვარელ ფეხბურთელს არ დაუვიწყა ის დიდი სამუშაო, რომელიც მან კლუბისთვის გაწია და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ირაკლიმ მესვეურებისგან ახალი გამოწვევა მიიღო.

დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, ირაკლი მოდებაძე „გორის დილა“-ში გააგრძელებს მოღვაწეობას, როგორც გუნდის მთავარი სელექციონერი და თავდამსხმელების პერსონალური მწვრთნელი.

კლუბი კიდევ ერთხელ უხდის მადლობას წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის და ახალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.

 

„გორის დილა“-ს პრესსამსახური

ვიდეო არ არის

მსგავსი სიახლეები


2 წლის წინs | 0 კომენტარი

„დილამ“ მსუბუქად ივარჯიშა

9 თვის წინs | 0 კომენტარი

სკ “გორის დილას” ოფიციალური განცხადება

1 წლის წინ | 0 კომენტარი

„დილამ“ პირველი ამხანაგური გამარჯვებით დაამთავრა

1 წლის წინ | 0 კომენტარი

ჟურნალისტთა საყურადღებოდ

სატურნირო ცხრილი

გუნდი
სრული ცხრილი

გამოკითხვა