კოლხეთი VS დილა – მატჩის წინ

კოლხეთი VS დილა – მატჩის წინ

ეროვნული ლიგის მე-5 ტურში ჩვენი მეტოქე ფოთის ,,კოლხეთი” იქნება.

,,დილა” ამ მატჩს ოპტიმალური  შემადგენლობით და კარგი განწყობით ხვდება, უკანასკნელი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა, ბოლნისის სიონთან 3-2 მოიგო.

უკანასკნელ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმა მეტოქემაც, რომელმაც ,,მიხელ მესხზე” სამტრედია გოგბერაშვილის დუბლით დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში მომხდარი ინციდეტნის გამო, ფოთელებს თავდამსხმელი  გიორგი  კახელიშვილი დააკლდება, რომელიც დისკვალიპიკაციით დაისაჯა.

გასული 4 ტურის შემდეგ ,,დილას” 2 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი აქვს და  გათამაშების ცხრილში 7 ქულით მე-4 ადგილს იკავებს,  ,,კოლხეთს” კი ამდენივე შეხვედრაში 2 მარცხი, 1 ფრე და 1 მოგება აქვს და 4 ქულით, ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი  არბიტრი არსენ ნონიკაშვილი იქნება.

პირველი ასისტენტი – ლ. თოდრია

მეორე ასისტენტი – ბ. ჟვანია
მეოთხე მსაჯი – კ. გიორგაძე

,,კოლხეთი”- ,,დილას” მატჩი, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული  ლიგის ოფიციალური გვერდი შემოგთავაზებთ

 

 

2018-04-05T15:36:00+00:00