კუციას და სპანდერაშვილის სასტარტო საფრანგეთთან+მატჩის შემდგომი კომენტარები

კუციას და სპანდერაშვილის სასტარტო საფრანგეთთან+მატჩის შემდგომი კომენტარები

15 ნოემბერს, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საფრანგეთს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დამარცხდა.

გია ცეცაძის  შეგირდები 2:0 მარცხდებოდნენ და  შეხვედრის შემოტრიალება 2 წუთაინ მონაკვეთში შეძლეს, თავი ჯერ გიორგი  კოხრეიძემ შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა და წონასწორობა აღადგინა, 2:2.  მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი  შეხვედრის ბედი საკამათო სიტუაციაში დანიშნული  თერთმეტმეტრიანით გადაწყდა, რომლის რეალიზებაც ფრანგებმა მოახერხეს.

შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო ჩვენი კლუბის ორივე წევრმა, გიორგი კუციამ და ნუგო სპანდერაშვილმა. ეს უკანასკნელი  ბექა ქავთარაძემ 58-ე წუთზე შეცვალა, კუციამ კი მატჩი სრულად ჩაატარა.

მატჩის შემდეგ ორივე მათგანმა SETANTA. GE – ინტერვიუ მისცა და მატჩის შესახებ ისაუბრა:

 

გიორგი კუცია„კარგი თამაში ვაჩვენეთ და ბოლომდე დავიხარჯეთ. 1:0 და 2:0-ის შემდეგ, ჩვენს თამაშს ვაგრძელებდით, უფრო მეტად გადავდიოთ შეტევაში.

თამაშის შემდეგ გულშემატკივრის გამოხმაურება ვნახეთ, მარცხის მიუხედავად ისინი დადებითად გვაფასებდნენ, ამ ყველაფერმა სლოვაკეთთან მატჩის წინ თავდაჯერება მეტად შეგვმატა. მინდა, ამისთვის გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო.

მომავალი შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვართ.  სლოვაკეთთან მატჩისთვის აქტიურად ვემზადებით. ამ შეხვედრაში 3 ქულისთვის ვითამაშებთ”.

ნუგო სპადერაშვილი ,,ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. საფრანგეთის ნაკრების თავდაპირველი უპირატესობის მიუხედავად, თამაშის შემოტრიალება შევძელით. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე მათ მაინც შეძლეს თამაშის სასურველ რიტმში გადაყვანა.

მატჩის მერე გულშემატკივრის დამოკიდებულება ვნახე. რასაც ისინი ჩვენს მიმართ გამოხატავდნენ, ძალიან სისამოვნო იყო.

რაც შეეხება მომდევნო თამაშს ვპირდები ქართველ გულშემატკივარს, რომ  არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, ბრძოლა გრძელდება”,

იხილეთ ჩვენი ნაკრების მიერ გატანილი გოლები 

 

მომდევნო მატჩს უმცროსი ჯვაროსნები  18 ნოემებრს, 21:00 საათზე  სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

2019-11-16T17:43:39+00:00