ლაშა ტიტვინიძე საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს !

ლაშა ტიტვინიძე საქართველოს 18 წლამდე ნაკრებში გამოიძახეს !

13-15 ოქტომბერს, საქართველოს 18 წლამდე ნაკრები, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. უმცროსი ,,ჯვაროსნები” ორივე მატჩს შინ, მიხელ მესხის  სახელობის არენაზე ესტონელ თანატოლებთან ჩაატარებენ.

აღნიშნული მატჩებისთვის ამ ასაკობრივი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა –  გიორგი მიქაძემ ნაკრების რიგებში ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მეკარეს – ლაშა ტიტვინიძეს უხმო.

ჩვენი კლუბი წარმატებებს უსურვებს ლაშას და ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში.

2019-10-06T14:52:50+00:00