ლევან კობიაშვილი: გულშემატკივარი სტადიონზე სპეციალური პროტოკოლის დაცვით დაიშვება

ლევან კობიაშვილი: გულშემატკივარი სტადიონზე სპეციალური პროტოკოლის დაცვით დაიშვება

როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონატი ამ დრომდე, ტრიბუნებზე მაყურებელთა დაუშვებლად მიმდინარეობს. შეხვედრას მხოლოდ ოფიციალური პირები  და მედია  ესწრება.

დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის  ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი იმყოფებოდა და სხდომაზე განხილული იქნა, სტადიონზე გულშემატკივრის დაშვების საკითხი, როგორც  სხდომის შემდგომ ბრიფინგზე ლევან კობიაშვილმა განაცხადა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში გულშემატკივარი  სტადიონზე დაიშვება, სპეციალური პროტოკოლითა და განსაზღვრული რაოდენობით, იმის შესაბამისად, თუ რამდენ ადამიანს იტევს კონკრეტული არენა.

იხილეთ განცხადების ვიდეო ვერსია 

გადაწყვეტილების ამოქმდების კონკრეტულ თარიღს მას შემდეგ შეგატყობინებთ, რაც იგი ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დაკონკრეტდება.

2020-07-21T14:56:32+00:00