ლევან ნონიკაშვილი: ,,დინამოსთან მატჩის მნიშვმელობა დიდია, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”

ლევან ნონიკაშვილი: ,,დინამოსთან მატჩის მნიშვმელობა დიდია, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ”

8 დეკემბერს, დილა  თბილისის დინამოსთან საგარეო შეხვედრას ჩაატარებს, ამ მატჩში ჩვენს გუნდს მხოლოდ  გამარჯვება აძლევს ხელს, რათა ევროპალიგის ზონაში მოხვედრის გარკვეული შანსი  შეინარჩუნოს, მნიშვნელოვნი მატჩის წინ, ჩვენს საიტთან გუნდის შემდეტვა, ლევან ნონიკაშვილმა ისაუბრა.

,, დინამოსთან მატჩს ჩვენი  გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს, გუნდის თითოეულ წევრს გააზრებული გვაქვს, რომ ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ევროტურნირებზე გასვლის პრაქტიკული შანსი გვიჩნდება, მართალია ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული მაგრამ ყველა ფეხბურთელი დინამოსთან მხოლოდ მოსაგებად გავა.

ამ მიზნის მიღწევაში გულშემატკივრის როლიც დიდი იქნება,  დილას ნამდვილად ერთ ერთი საუკეთესო გულშემატკვარი ყავს და მნიშვნელოვან შეხვედრაში მათი მხარაჭერის დიდი იმედი გვაქვს” –   გვითხრა ლევანმა

შეგახსენებთ დინამო – დილას დაპირისპირება ,,დინამო არენზე” 14:00 საათზე დაიწყება.

2018-12-06T21:41:04+00:00