ლევან ნონიკაშვილი: რუსთავი რთული მეტოქეა, გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს

ლევან ნონიკაშვილი: რუსთავი რთული მეტოქეა, გამარჯვებისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს

22 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში, დილა რუსთავს ესტუმრება.

მოახლოებული მატჩის წინ ჩვენს საიტთან ჩვენი გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა ისაუბრა:

,,რუსთავთან რთულ და დაძაბულ დაპირისპირებასა ველოდები, რადგან ეს გუნდი ძალიან კარგად არის დაბალანსებული, მათ ყველა პოზიციაზე ჰყავთ გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელები, ამასთან  მათ ძალიან ესაჭიროებათ ქულები, რაც იმას ნიშნავს რომ მაქსიმუმს გაიღებენ გამარჯვებისთვის, თავის მხრივ  დილაც კარგ ფორმაშია, და ვფიქრობ ეს მატჩი  ადვილი არც მეტოქისთვის უნდა გამოდგეს, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ და გულშემატკივარი  გავახაროთ”- გვითხრა ლევანმა

შეგახსენებთ დილა – რუსთავის დაპირისპირება, 22 ივნისს 21:00 საათზე თბილისში მიხელ მესხის მთავარ არენაზე შედგება.

2018-06-20T19:47:29+00:00