ლევან ქურდაძის მატჩისწინა ინტერვიუ : ,,ვფიქრობ ამ რესურსით მიზნის მიღწევა შეგვიძლია”

ლევან ქურდაძის მატჩისწინა ინტერვიუ : ,,ვფიქრობ ამ რესურსით მიზნის მიღწევა შეგვიძლია”

14  სექტემბერს დილა ეროვნული ლიგის 27-ე ტურში, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” მიიღებს

ამ  მატჩს შესახებ ჩვენი გუნდის ახალწვეულმა, ლევან ქურდაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მატჩს უაღრესად დიდი სატურნირო მნიშვნელობა აქვს

ხვალინდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვიაზრებთ ხვალინდელი მატჩის შედეგის მნიშვნელობას, სატურნირო ცხრილში მეზეობლები ვართ და ეს ის შემთხვევა როცა გამარჯვებული გუნდი  6 ქულიან მატჩს მოიგებს,  ამიტომ გუნდის თითოეული წევრი ბოლომდე დაიხარჯება, რომ ეს მატჩი ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დავასრულოთ.

ლევან ქურდაძე გუნდს ცოტა ხნის წინ ზაფხულში შეუერთდა, მას გუდნში საკუთარი ადაპტაციის შესახებაც ვკითხეთ

რაც შეეხება გუნდში ჩემი ადაპტაციის პროცესს, აქ მყოფი ფეხბურთელების უმრავესლობას კარგად ვიცნობდი, შესაბამისად გუნთან შეგუება არ გამჭირვებია. სატურნირო მდგომაროებით გუნდში რთული სუტიაცია დამხვდა, თუმცა, ვფიქრობ, არსებული კონტინგენტით დასახული მიზნის მიღწევა არ უნდა გაგვიჭირდეს ! – გვითხრა ლევანმა მატჩისწინა ინტერვიუში

 

 

 

 

 

 

 

 

 

2019-09-13T20:21:28+00:00