ლოკომოტივი – დილა : მატჩის წინ

ლოკომოტივი – დილა : მატჩის წინ

27 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩში, დილა თბილისის ლოკომოტივს ესტუმრება.

მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო  სტადიონზე გაიმართება.

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს 2 ჯერ დაუპირისპირდნენ და ორივე მატჩი ჩვენი  გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

პირველ მატჩი 8-ე ტურში  შედგა და  დილამ რკინიგზელები თბილისში, 3-1 დაამარცხა

იხილეთ ვიდეო 

მეორე მატჩი კი  მე-17  ტურში შედგა და ჩვენმა გუნდმა 3-2 მოიგო

იხილეთ ვიდეო 

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო შეხვედრებს ჩემპიონატში, გასულ ტურში  რკინიგზელები ფოთში, ადგილობრივ კოლხეთთან 0-1 დამარცხდა, დილამ კი რუსთავს 2-0 სძლია

აღსანიშნავია რომ ორივე ამ გუნდს სხვა გუნდებთან შედარებით თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და 24 -24 მატჩი აქვთ გამართული.

დილა 24 მატჩში მოპოვებული 45 ქულით გათამაშების ცხრილში  მე- 3 ადგილზეა, ლოკომოტივს კი 28 ქულა აქვს და მე- 6 ადგილზეა.

ლოკომოტივი – დილას  მატჩი 15:30  წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

მატჩის მთავარი  არბიტრი  ბაკურ ნინუა იქნება.

 

2018-09-26T22:21:35+00:00