ლუკა გუგეშაშვილის პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებში

ლუკა გუგეშაშვილის პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ნაკრებმა მოახლოებული 2 მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა  თბილისში, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის ბაზაზე ივარჯიშა.ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა ჩვენი გუნდის კიპერმა ლუკა გუგეშაშვილმა, რომელიც ,,ჯვაროსანთა” რიგებში დებიუტანტია.

საქართველოს ეროვნული გუნდი 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში შეხვდება, 15 ნოემბერს კი გორში უზბეკთს ამხანაგურად დაუპირისპირდება.

მასლა მომზადებულია GFF-ს მიხედვით

2021-11-08T22:00:29+00:00