ლუკა გუგეშაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ლუკა გუგეშაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ნოემბრის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 მატჩს ჩაატარებს, პირველი შეხვედრა ჯვაროსნებს შვედეთის ნაკრებთან,  11 ნოემბერს ბათუმში ელით, ჩვენი გუნდი  2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ითამაშებს. 15 ნოემბერს კი ჩვენი ნაკრები უზბეკეთს, გორში თენგიზ ბურჯანაძეზე ამხანაგურ მატჩში  შეხვდება.

აღნიშნული მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ჩვენი გუნდის კიპერს ლუკა გუგეშაშვილს უხმო, რომლისთვისაც აღნიშნული გამოძახება ნაკრებში სადებიუტოა,.

ვულოცავთ ლუკას ამ წარმატებას და წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებთან ერთად მოახლოვებულ მატჩებში.

ფოტო :GFF

2021-11-04T14:16:04+00:00