მადლობა და წარმატებები – გიორგი დეკანოსიძე დილას აღარ გაწვრთნის

მადლობა და წარმატებები – გიორგი დეკანოსიძე დილას აღარ გაწვრთნის

გიორგი დეკანოსიძე  ,,დილას” აღარ გაწვრთნის, კლუბსა და 38 წლის სპეციალისტს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. აქვე გეტყვით, რომ  დილას მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით,  სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი მოდებაძე შეასრულებს.

დეკანოსიძე ჩვენს გუნდში მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით დილამ ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც  6 ჯერ იმარჯვა,  4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10 -ჯერ დამარცხდა.

მადლობას ვუხდით გიორგის გაწეული სამუშაოსთვის და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ კარიერაში.

2019-06-30T15:26:37+00:00