მადლობა და წარმატებები გიორგი – შაშიაშვილმა დილა დატოვა  

 მადლობა და წარმატებები გიორგი – შაშიაშვილმა დილა დატოვა  

გიორგი შაშიაშვილმა  გორის დილას მწვრთნელის პოსტი დატოვა.

იგი გუნდში თავდაპირველად  გიორგი დარასელიას ასისტენტად მუშაობდა, მისი გუნდიდან წასვლის შემდეგ კი, ეროვნული ლიგის გასული სეზონის მე-19 ტურიდან, გუნდს სათავეში  ჩაუდგა, მისი ხელმძღვანელობით ,,დილამ”  18  შეხვედრა ჩაატარა საიდანაც გუნდმა, 8 მატჩი მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და  5 ჯერ დამარცხდა.

საბოლოო ჯამში დილამ 2018 წლის სეზონი,  63 ქულით მე-5 პოზიციაზე დაასრულა.

დილა მადლობას უხდის გიორგი შაშიაშვილს  გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.

2018-12-18T15:35:49+00:00