მატჩები კვლავ უმაყურებლოდ ჩატარდება !

მატჩები კვლავ უმაყურებლოდ ჩატარდება !

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილის თანახმად, ღია სივრცეებში მაქსიმუმ 200 ადამიანის შეკრებაა შესაძლებელი, ამ რეგულაციის გავლენა ეხება სპორტსაც. სწორედ ამიტომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა მატჩებზე დასწრების სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მატჩზე მყოფი პირთა საერთო რაოდენობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 200 პირს, ეს გულისხმობს როგორც უშუალოდ მოთამაშე გუნდების წევრებს, ასევე მატჩზე მომსახურე პერსონალს, მედიას და სხვა ოფიციალურ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე სამწუხაროდ შეუძლებელი ხდება მატჩების მაყურებლის თანდასწრებით ჩატრება. შესაბამისად  გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩებს, კვლავ უმაყურებლოდ ჩავატარებთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, ჩვენი გულშემატკივრების ჯანმრთელობის შენარჩუნებას ისახავს მიზნად და ვიმედოვნებთ, რომ კლუბის გულშემატკივარი აღნიშნულს გაგებით მოეკიდება

2020-09-11T17:23:59+00:00