მე-17 ტური: დრამატული მატჩი და გამარჯვება ლოკომოტივთან

მე-17 ტური: დრამატული მატჩი და გამარჯვება ლოკომოტივთან

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, დილამ ლოკომოტივის უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა.

ანგარიში შეხვედრის დებიუტში მეტოქემ გახსნა, მატჩის მე-10  წუთზე, ლოკომოტივის კონტრშეტევა, მამია გავაშელიშვილმა ზუსტი  დარტყმით დაასრულა.

მცდელობების მიუხედავად პირველ ტაიმში დილამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა და პირველი ნახევარი 0-1 დათმო.

მატჩის მთავარი მოვლენები კი უკვე მეორე ტაიმში განვითარდა, დილამ თავიდანვე აქტიურად შეუტია, რამაც შედეგი 58-ე წუთზე გამოიღო, და ნოდარ ქავთარაძის მიერ ფლანგიდან  დაწყებულ შეტევას მიკოლა კოვტალიუკის მიერ ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა.

მიკოლა კოვტალიუკის გოლი

მიკოლა კოვტალიუკის გოლი ლოკომოტივის კარში

Posted by FC Dila Gori on ოთხშაბათი, 27 ივნისი, 2018

ამ  გოლიდან რამდენიმე წამში, მეტოქემ საპასუხო იერიში წამოიწყო, მამია გავაშელიშვილმა კვლავ აიღო გიორგი ბეგაშვილის კარი, 1-2.

მდევრის როლში დარჩენილმა დილამ ანგარიშის გათანაბრება კიდევ  ერთხელ მოახერხა, 75-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან  საჯარიმოში შეჭრილი ლეანდრო რიბეირო წესების დარღვევით შეაჩერეს, შეხვედრის მთავარი  არბიტრის, არსენ ნონიკაშვილს მიერ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად თავად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიშში თანაფარდობა კვლავ აღადგინა 2-2

ლეანდრო რიბეიროს გოლი

გოოოოოლლეანდრო რიბეირომ ანგარიში გაათანაბრადილა – ლოკომოტივი 2-2

Posted by FC Dila Gori on ოთხშაბათი, 27 ივნისი, 2018

შეხვედრაში ყველაზე დრამატული მატჩის უკანასკნელი  წუთი გამოდგა, დილას კარში  სახიფათო  საჯარიმო დაინიშნა, რომლის მოგერიებაც გიორგი ბეგაშვილმა მოახერხა, დაწყებული კონტრშეტევა კი მიკოლა კოვტალიუკმა მეკარესთaნ პირისპირ გასვლა და გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, 3-2.

მიკოლა კოვტალიუკი

მიკოლა კოვტალიუკის მიერ გატანილი გამარჯვების გოლი ლოკომოტივის კარში !!! <3

Posted by FC Dila Gori on ოთხშაბათი, 27 ივნისი, 2018

ამ გამარჯვებით ჩვენმა გუნდმა, გათამაშების ცხრილში 34 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს დილა თბილისის დინამოსთან გასვლაზე, 5 ივლისს ჩაატარებს და ეროვნული ლიგის მე-2 წრეს დაასრულებს.

2018-06-28T12:07:25+00:00