მიშა მუჯრიშვილი: პენალტებისას გრძნობ გუნდის იმედს შენდამი და ეს მოტივაციით გავსებს

მიშა მუჯრიშვილი: პენალტებისას გრძნობ გუნდის იმედს შენდამი და ეს მოტივაციით გავსებს

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალში დილამ ,,ვიტ ჯორჯია2″-ს პენალტების სერიაში სძლია და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, მატჩის შესახებ ჩვენი გუნდის მეკარეს მიხეილ მუჯრიშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც შეხვედრა შეაფასა.

,,რთული თამაში გამოვიდა, რადგან სათასო სპეციფიკიდან გამომდინარე 1 თამაშისთვის ნებისმიერ გუნდს შეუძლია კარგად მომზადება, ამას დავუმატოთ ძალიან მჭიდრო გრაფიკი, როდესაც გუნდს  9 დღეში 3 მატჩის ჩატარება უწევს ეს შედეგზეც აისახება, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც შექმნილი მომენტების ვერ რეალიზების პრობლემა იყო. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ყველაფრის მიუხედავად პენალტებში  გამარჯვება მოვახერხეთ, 3 პენალტის მოგერიებით და გუნდის დახმარებით ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება უშუალოდ პენალტებს როდესაც პენალტების სერიაში შედიხარ უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობ ხვდები რომ მთელი გუნდი შენს იმედზეა, მოგერიებული პენალტი და ხალხის გახარება დაახლოებით ისეთივე შეგრძნებაა რაც სიკეთის გაცემის შედეგად შეიძლება დაგეუფლოს ტანში ჟრუანტელი გივლის და ენითაღუწერელ ბედნიერებას განიცდი.” – განაცხადა მიშამ.

მატჩის მიმოხილვა და პენალტების სერია

 

2021-04-22T14:01:09+00:00