2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, აფრიკის ზონის E ჯგუფში რუნადის ეროვნულმა გუნდმა მალის ნაკრებს უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა.რუანდის ნაკრებში მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრულად ითამაშა ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა ტიერი მანზიმ. მის ნაკრებს ამ მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილში 1 ქულა დარჩა და 4 გუნდიან ქვეჯგუფში ბოლო პოზიციას იკავებს.