ნიკა გაგნიძეს U19 ნაკრებში უხმეს

ნიკა გაგნიძეს U19 ნაკრებში უხმეს

მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე სხვა ასაკობრივი ნაკრებების მსგავსად , საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიც შეიკრიბება. 22 და 25 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად ავსტრიასთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც ავსტრიაში წასაყვან შემადგენლობას შეარჩევს, აღნიშნულ 22 მოთამაშეს შორის  ჩვენი გუნდის ახალგაზრდა საყრდენი, ნიკა გაგნიძეცა რომელსაც აქამდე  18 წლამდე ნაკრებშიც უთამაშია.

2019-03-14T17:25:17+00:00