ნიკა გაგნიძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში

ნიკა გაგნიძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 28 აგვისტოს 10-დღიან საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ახალგაზრდული ნაკრები 7 სექტემბერს, ბუქარესტში რუმინეთის 21-წლამდე ეროვნულ გუნდს ამხანაგურად  დაუპირისპირდება. რამაზ სვანიძის მიერ გამოძახებულ 23 კაციან სიაში ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე მოხვდა, რომელიც ხანგძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დუბლით დაუბრუნდა.

რუმინეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ნიკას და საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს მოახლოებულ შეხვედრაში.

2021-08-23T21:01:58+00:00