ნუგო სპანდერაშვილი:,,გაგრა თასზე კარგი ასპარეზობით გამოირჩევა, თუმცა მივიჩნევ, რომ ფავორიტები ვართ” 

ნუგო სპანდერაშვილი:,,გაგრა თასზე კარგი ასპარეზობით გამოირჩევა, თუმცა მივიჩნევ, რომ ფავორიტები ვართ” 

როგორც უკვე იცით, დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალში,  ,,დილას” მეტოქე საფეხბურთო კლუბი  ,,გაგრა იქნება. მატჩს ჩვენი გუნდი 27 სექტემბერს, 15:00 საათზე თბილისში ჩაატარებს. მოახლოებული მატჩის წინ ჩვენს საიტთან ნუგო სპანდერაშვილმა ისაუბრა, როგორც ნუგო აღნიშნავს გაგრა თასზე კარგი ასპარეზობით გამოირჩევა, თუმცა ამ შეხვედრაში დილას ფავორიტად მიიჩნევს.

 – ნუგო მოგესალმებით, რა შეგიძლია გვითხრა ჩვენს მომავალ მეტოქეზე, რომლის რიგებშიც  თამაშის გამოცდილება გაქვს?

,, ​მოგესალმებით, დიახ მე ამ გუნდში გარკვეული პერიოდი გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ ამ გუნდში იყვენენ და ახლაც არიან მაღალი დონის მოთამაშეები, რომელთა წინააღმდეგ თამაში ადვილი არავისთვის არის.”

-ორივე გუნდის თამაშის სტილი, შენთვის შეიძლება ითქვას,  რომ ნაცნობია.  ამის გათვალისწინებით, როგორ  ხასიათის  მატჩს პროგნოზირებ? 

,,იმის გათვალისწინებით, რომ ,,გაგრა” თასზე ყოველთვის კარგად ასპარეზობს. წინასწარ ძნელია პროგნოზის გაკეთება და საუბარი იმაზე თუ რა სიუპრიზები შეიძლება გველოდეს მეტოქისგან, თუმცა რა თქმა უნდა, მივიჩნევ, რომ  ფავორიტები ჩვენ ვართ და დარწმუნებული ვარ, გუნდის თითოეული წევრი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის და ნახევარფინალში ვითამაშებთ”. –გვითხრა ნუგომ.

 

 

2020-09-24T19:52:47+00:00