პაატა ღუდუშაური: ,,გვსურს შეკრება პოზიტიურად დავასრულოთ”

პაატა ღუდუშაური: ,,გვსურს შეკრება პოზიტიურად დავასრულოთ”

თურქული შეკრების ბოლო მატჩს დილა 17 თებერვალს, ყაზახური ,,ტობოლის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის პირველი ტურისთვის მოემზადება. შეხვედრის წინ ჩვენს საიტთან კლუბის შემტევმა – პაატა ღუდუშაურმა ისაუბრა და შეკრება შეაფასა.

,,ხვალ ჩვენს წინააღმდეგ ნამდვილად კარგი  გუნდი ითამაშებს. ,,ტობოლის” დამარცხება ადვილი არ იქნება, თუმცა გვსურს შეკრება პოზიტიურად დავასრულოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ.”

შეკრების მიმდინარეობის შეფასება

,,რაც შეეხება ზოგადად შეკრების მიმდინარეობასა და მის შეფასებას, გუნდისთვისაც და პირადად ჩემთვისაც შეკრება ნაყოფიერი გამოვიდა. 4 – დან 3 შეხვედრაში ვითამაშე, რაც ჩემს ოპტიმალურ ფორმასთან მიახლოებასა და სეზონის წინ ფორმაში შესასვლელად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პაუზის შემდეგ ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა.” – გვითხრა პაატამ.

2021-02-16T17:39:30+00:00