პაატა ღუდუშაური: ,,ნდობისთვის მადლობელი ვარ და დიდი მოტივაცია მაქვს”

პაატა ღუდუშაური: ,,ნდობისთვის მადლობელი ვარ და დიდი მოტივაცია მაქვს”

პაატა ღუდუშაურმა, მისი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ჩვენს საიტთან ისაუბრა და ჩვენს რამდენიმე კითხვას უპასუხა.

– პაატა  შენ დიდი ხანია დილასთან ერთად ვარჯიშობ რამდენად კარგად ხარ გუნდთან ადაპტირებული და რამდენად დაგეხმარება ეს ფაქტორი შესაძლებლობების სწრაფად და ეფექტურად გამოვლენაში ?

,,გორის ,,დილაში” უკვე დიდი ხანია  ვვარჯიშობ,ფეხბურთელებმა თავიდანვე ძალიან თბილად მიმიღეს, რამაც დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საკუთარი შესაძლებლობები ვარჯიშის პროცესში მაქსიმალურად გამომევლინა ,ასევე უნდა აღვნიშნო სამწვრთნელო შტაბის ფაქტორი და ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, მათი ნდობა ჩემ მიმართ,რაც ძალიან მეხმარებოდა და დიდ სტიმულს მაძლევდა.”

-როგორ შეაფასებ შენს ამჟამინდელ სათამაშო ფორმას ?

,,საკუთარ თავზე რთულია ვილაპარაკო. ვვარჯიშობ ყოველდღიურად და ვცრდილობ მაქსიმუმი გავაკეთო, რაც შეეხება ფორმას; დიდი ხანია არ მითამაშია ოფიციალური თამაშები და რთულია ისევ ძველ ფორმაში ვიყო, მაგრამ წინ მაქვს დიდი დრო და შევეცდები ვიყო საუკეთესო კონდიციებში.”

-.რას ეტყოდა პაატა ღუდუშაური კლუბის გულშემატკივრებს ?

,,გორის დილის გულშემატკივრებს ვპირდები; რომ გავაკეთებ მაქსიმუმს გუნდის წარმატებისთვის.”- გვითხრა პაატამ

2021-01-10T17:43:40+00:00