რუსთავი – დილა მატჩის წინ: სეზონის დასკვნითი მატჩი რუსთავში

რუსთავი – დილა მატჩის წინ: სეზონის დასკვნითი მატჩი რუსთავში

30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, ,,დილა” საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ესტუმრება.

სატურნირო მდოგმარეობა

სეზონის დასკვნითი მატჩი ჩვენი გუნდისთვის, სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოა, ვინაიდან გასულ ტურში  მარცხის მიუხედავად, დილა მე-7 პოზიციაზე კონკუტენტთათვის მიუწვდომელი  გახდა და სახიფათო  ზონას თავი 42 ქულით დააღწია,  რუსთაველებს კი 35 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვთ, მე-8 პოზიციაზე არაინ და  და მათთვის მნიშვნელოვანია ამ პოზიციის შენარჩუნება რადგან მათი უშუალო კონკურენტი  ბოლნისის სიონი მე-9 პოზიციაზე 37 ქულით იმყოფება და პლეი აუტში  შედარებით ხელსაყრელი პოზიციისთვის ორივე ეს გუნდი  იბრძვის, შესაბამისად ხვალინდელ შეხვედრას მეტოქისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

დანაკლისი

ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან, დისკვალიფიკაციის გამო, მარცხენა მცველი, გურამ გიორბელიძე გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში  ეს გუნდები ერთმანეთს 3 ჯერ შეხვდნენ, პირველი შეხვედრა გორში, მე-9 ტურში შედგა და  ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა

იხილეთ ვიდეო

 

მეორე შეხვედრა მე-18 ტურში რუსთავში შედგა და იდენტური ანგარიშით უკვე მასპინძლებმა იმარჯვეს, 2:1

იხილეთ ვიდე

 

მესამე შეხვედრა კი 27 ტურში გორში  შედგა და უგოლო ფრით დასრულდა

იხილეთ ვიდეო

 

პირდაპირი რეპორტაჟი

რუსთავი- დილას  მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE და ტელეკომპანია 02 შემოგთავაზებთ.

არბიტერები

შეხვედრის მთავარი მსაჯი ბაკურ ნინუა იქნება, მას დავით ახვლედიანი და სერგო სპიცინი დაეხმარებიან, სათადრიგო  არბიტრი კი შოთა ქუხილავა იქნება.

 

 

2019-11-29T20:03:06+00:00