რუსთავი – დილა: მატჩის წინ

რუსთავი – დილა: მატჩის წინ

ხვალ,  29 ნოემბერს, ეროვნული ლიგის  34-ე ტურში,  დილა საფეხბურთო კლუბ რუსთავს  ესტუმრება, აღნიშნული შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, 16:00 საათზე  დაიწყება.

სატურნირო მდგომარეობა

33-ტურის შემდეგ, დილას გათამაშების ცხრილში 56 ქულა აქვს და  მე-5 პოზიციაზეა, რუსთაველებს კი 33 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან. ხვალინდელი მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს, დილას შემთხვევაში მიზანი  ევროზონაში შესვლაა, რისთვისაც მე-4 პოზიციის დაკავებაა საჭირო, ამ დროისთვის მეოთხე პოზიციას საჩხერის ,,ჩიხურა” იკავებს, რომელიც ჩვენს გუნდს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, რაც შეეხება ,,რუსთავის” ამოცანას, ისინი როგორც მინიმუმ მე-7 ადგილის გამყარებას ცდილობენ, რათა თავიდან აიცილონ ,,პლეი აუტის” მატჩები, მათი კონკურენტ ,,სიონს” კი მათზე მხოლოდ 2 ქულით ნაკლები აქვს ასე რომ ხვალინდელი შეხვედრის მნიშვნელობა მათთვისაც ძალიან დიდია.

ურთიერთშეხვედრები მიმდინარე სეზონში

ეს გუნდები მიმდინარე სეზონში  ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ.

პირველი შეხვედრა გორში, მე-7 ტურში გაიმართა და ფრედ, 2-2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

 

მეორე მატჩი თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე, მე-16 ტურში გაიმართა და ანალოგიური ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მესამე მატჩი კი კვლავ გორში, 25-ე ტურში  გაიმართა და დილას გამარჯვებით, 2-0 დასრულდა

იხილეთ ვიდეო

 

დილა- რუსთავის დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

 

ფოტო : FC RUSTAVI

2018-11-28T21:51:51+00:00