რუსთავი – დილა: მატჩის წინ

რუსთავი – დილა: მატჩის წინ

22 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში, დილა რუსთავს ესტუმრება.

გამომდინარე იქიდან რომ რუსთაველები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში ვერ ატარებენ, მატჩი თბილისში, მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

რაც შეეხება გუნდების მდგომარეობას, დილა ამ მატჩს მეორე პოზიციაზე, ხვდება, გათამაშების ცხრილში  30 ქულით, და ეროვნული ლიგის ლიდერ საბურთალოს 4 ქულით ჩამორჩება.

რუსთაველები კი 16 ქულით  მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

ამ  გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში  1 შეხვედრა უკვე გაიმართა, მატჩი გორში  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ფრედ, 2-2 დასრულდა.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩის მიმოხილვას

რაც შეეხება ეროვნულ ლიგაში  ამ ორი გუნდის უკანასკნელ მატჩებს ჩვენმა მეტოქემ ზესტაფონში, ფოთის კოლხეთთან ფრედ 0-0  ითამაშა, დილამ კი საკუთარ სტადიონზე სამტრედია 3-0 დაამარცხა.

დილა რუსთავის დაპირისპირება მიხელ მესხის სახელობის მთავარ არენაზე, 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ გვერდი (ELIGA.GE ) შემოგთავაზებთ.  

ფოტო: FC RUSTAVI

2018-06-20T15:39:44+00:00