სამტრედია – დილა: მატჩის წინ

სამტრედია – დილა: მატჩის წინ

14 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 24-ე ტურში, დილა გასვლით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ სამტრედიას  დაუპირისპირდება.

ეს გუნდები  ერთმანეთს მიმდინარე სეზონში 2 ჯერ დაუპირისპირდნენ, პირველი შეხვედრა, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და 0-0 დასრულდა, მეორე მატჩი კი გორში  თენგიზ ბურჯანაძეზე, ჩვენი გამარჯვებით, 3-0  დასრულდა.

ამ გუნდების ბოლო შეხვედრები ეროვნულ ლიგაში შემდეგი  შედეგებით დასრულდა, ჩვენმა გუნდმა გასულ ტურში ფოთის კოლხეთს 2-0 სძლია სამტრედიელები კი ,,ტორპედოსთან” 2-5 დამარცხდნენ.

მატჩისწინა მდგომარეობით, ჩვენს მეტოქეს 23 ჩატარებული მატჩის შემდეგ  13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა, დილას კი 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 22 მატჩში მოპოვებული 39 ქულით ცხრილში მე- 3 ადგილზეა.

აღნიშნულ შეხვედრას სამტრედია სიახლით ხვდება, მთავარი მწვრთნელის პოსტი  დატოვა კლუბის დროებითმა თავკაცმა  გია ცეცაძემ და მის ნაცვლად გუნდში, დილას ყოფილი  მწვრთნელი, გიორგი  დარასელია იმუშვებს

სამტრედია  – დილას   შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სათადარიგო არენაზე, 16:30 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს eliga.ge  შემოგთავაზებთ.

2018-09-12T19:58:51+00:00