სამძიმრის განცხადება !

სამძიმრის განცხადება !

საფეხბურთო კლუბი გორის ,,დილა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის ყოფილი პრეზიდენტისა  გელა ჩხეიძის  გარდაცვალების გამო.

გელა ჩხეიძე  2000- წლიდან კლუბის ერთ ერთი ხელმძღვანელი და სპონსორი, 2002 -04 წლებში კი კლუბის პრეზიდენტი  გახლდათ, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს  ( 2003 წელს) შეძლო ჩვენმა კლუბმა, არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონატში მე-5 პოზიციის დაკავება და თავისთვის პირველ ევრო ტურნირზე – ინტერტოტოს თასზე გასვლის უფლების მოპოვება.

ჩვენი გუნდის სახელით სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი გელას  ოჯახსა და ახლობლებს.

2020-05-16T18:20:02+00:00