საქათველოს თასი | დილამ დინამო 2 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

საქათველოს თასი | დილამ დინამო 2 დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩვენი გუნდი დინამო თბილისის მეორე გუნდს დაუპირისპირდა და 1-4 იმარჯვა

შეხვედრაში ანგარიში  მე-9 წუთზე თორნიკე ჯანგიძის ავტოგოლით გაიხსნა რასაც 1 წუთში ტიერი გეილის გოლი მოჰყვა და 0-2 დავწინაურდით. მატჩის 66-ე წუთზე იმავე გეილმა ,,დილას” უპირატესობა სამბურთიანი გახადა 81-ე წუთზე კი სათადარიგოთა სკამიდან შემოსულმა ფრანცისკო მადინგამ გამოიჩინა თავი, 0-4. დინამოელთა მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლი ზურაბ ერაძემ მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად ,,დილა” საქართველოს თასის 1/4 ფინალში იასპარეზებს და ჩვენი გუნდის მომავალი  მეტოქე წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ჩვენი გუნდის  შემადგენლობა ასეთი იყო

30. დანილო კანევცევი
2. რევაზ ჩიტეიშვილი
4. ანრი ჭიჭინაძე
5. ალეფ სანტოსი C
6. ცოტნე მოსიაშვილი
9. თორნიკე კაპანაძე
10. ტიერი გეილი
12. ამოს ნონდი
18. ჰაჯი დრამე
21. იური ბატიუშინი
25. ვანდერსონ სილვა

სათადარიგო

1. პაოლო ფულაძე
31. დემეტრე ბულისკერია
3. აკაკი გიუნაშვილი
23. ჟან ვიქტორი
33. რომარიკ ეტო
40. ფრანცისკო მადინგა

მატჩის გოლები

 

2022-09-14T18:25:59+00:00