საქართველოს თასი: დამაჯერებელი გამარჯვება ქოჯაელთან და 1/8 ფინალის საგზური

საქართველოს თასი: დამაჯერებელი გამარჯვება ქოჯაელთან და 1/8 ფინალის საგზური

დღეს საქართველოს  დავით ყიფიანის სახელობის  თასის 1/16 მატჩში, ჩვენმა გუნდმა ,,ქოჯაელი” სტუმრად დამაჯერებელი სხვაობით, 8-0 დაამარცხა.

შეხვედრის სტარტი დილასთვის განსაკუთრებით კარგი გამოდგა, მატჩის მე-5, მე-7 და მე-9 წუთებზე, გიორგი  ფანცულაიამ ჰეთრიკი შეასრულა. 

ანგარიშის მიუხედავად დილას მეტოქეზე ზეწოლა არ შეუწყვეტია და მთელი  მატჩის განმავლობაში დომინირებდა.

34-ე წუთზე იმავე ფანცულაიამ კვლავ აიღო  მეტოქის კარი და პოკერი შეასრულა, ამ გოლის შემდეგ 3 წუთიან მონაკვეთში, 35-ე და 37-ე წუთებზე, გურამ სამუშიამ და ალვინ ფორტესმა, კვლავ აიღეს მეტოქის კარი და პირველი  ნახევარი ჩვენმა გუნდმა 6-0 მოიგო.

მეორე ნახევარი დილამ კვლავ შეტევებში გაატარა, 68-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა თავი, 7-0,
საბოლოო წერტილი კი კვლავ ფანცულაიამ დასვა და 72 -ე წუთზე შეხვედრაში მე-8 პირად ანგარიშზე კი  მე-5 გოლი გაიტანა.

ამრიგად დილა საქართველოს თასის 1/8 ფინალშია.
დილამ ასეთი შემადგენლობით ითმაშა:
16. ლაშა გორდულავა
2. გოდერძი მაჩაიძე
6. ამოს ნონდი (კოვტალიუკი, 64)
9. იმედა აშორტია
10. დავით რაჟამაშვილი C (რაზმაძე, 46),
14. გიორგი ფანცულაია
17. ზაურ კერელეიშვილი
18. ჯემალ გოგიაშვილი
23. ისიფუ ლემპტი
55. გურამ სამუშია
94. ალვინ ფორტესი (რიბეირო, 63)

ჩვენი გუნდის მომავალი მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა. 

2018-06-13T00:03:52+00:00