საქართველოს თასი | დილა გაგრას ესტუმრება

საქართველოს თასი | დილა გაგრას ესტუმრება

27 სექტემბერს, 15:00 საათზე ,,დილა” საქართველოს თასის 1/4 ფინალში საფეხბურთო კლუბ  ,,გაგრას” დაუპირისპირდება. მატჩი თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ,,ბასაზე” გაიმართება. საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის გამო, მატჩი გულშემატკივრისთვის დახურული იქნება და მას მხოლოდ ოფიციალური პირები  დაესწრებიან. ისევე როგორც გათმაშების ყველა სხვა ეტაპზე, ნახევარფინალში გამსვლელი გუნდი ერთ მატჩიან დუელში გამოვლინდება და მომდევნო მეტოქეს წილისყრა გაარკვევს. პირდაპირ რეპორტაჟთან დაკავშირებულ დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ.

2020-09-25T14:08:34+00:00