საქართველოს თასი: დილა ქოჯაელს დაუპირისპირდება

საქართველოს თასი: დილა ქოჯაელს დაუპირისპირდება

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში 1 / 16 ფინალური წყვილები ცნობილია. მოგეხსენებათ ამ ეტაპიდან გათამაშებაში უმაღლესი ლიგის კლუბებიც ერთვებიან, შესაბამისად ცნობილია ჩვენი გუნდის მეტოქეც, დილას ამ ეტაპზე მეტოქედ საქართველოს რეგიონული ლიგის წარმომადგენელი, ,,ქოჯაელი” ერგო.

საქართველოს თასზე დაპირისპირებები ერთ მატჩიანია და ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, დაპირისპირებაში მასპინძელი რანგით დაბალი ლიგის წარმომადგენელია, შესაბამისად გუნდებს შორის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ,,ქოჯაელი” უმასპინძლებს, შეხვედრა ქალაქ თბილისში 13 ივნისს. 17:00 საათზეა ჩანიშნული.   

2018-05-11T15:48:31+00:00