საქართველოს თასი| მერვედფინალში დილა სპაერს ესტუმრება

საქართველოს თასი| მერვედფინალში დილა სპაერს ესტუმრება

19  სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაზე 1/8 ფინალური ეტაპის მატჩები  გაიმართება. ჩვენი გუნდი  ამ სტადიაზე საკუთარ მატჩს, ლიგა 3-ის ბინადარ სპაერთან გასვლაზე, თბილისში გამართავს. სპაერმა მერვედფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება 1/16 ფინალურ ეტაპზე რუსთავთან 1:0 გამარჯვების შედეგად მოიპოვა, დილამ კი შეგახსენებთ, გასულ რაუნდში ხონის იმერეთს 2:1 სძლია.

სპაერი -დილას დაპირისპირებაში მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდი 1 მატჩიან დუელში გამოვლინდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, რაც შეეხება პირდაპირი ეთერის შესახებ დეტალებს, ამ თემაზე ჩვენი გუნდის პრესსამსახური დაზუსტებულ ინფორმაციას მატჩამდე მოგაწვდით.

2020-09-19T00:27:30+00:00