საქართველოს თასი: ჩვენი გუნდის მეტოქე ,,სამტრედია” იქნება

საქართველოს თასი: ჩვენი გუნდის მეტოქე ,,სამტრედია” იქნება

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1\16 ფინალური მატჩების წილისყრა შედგა.  აღნიშნულ ეტაპზე დილას მეტოქე ეროვნული ლიგა 2 ის ბინადარი სამტრედიის ,,სამტრედია” იქნება.

სამტრედია – დილას მატჩი სტარტს  16  აპრილს  15:00  საათზე აიღებს.

აღნიშული 1/16 ფინალური  ეტაპი, (ისევ როგორც, საქართველოს თასის ყველა დანარჩენი ეტაპი ) 1 მატჩიანია და შესაბამისად გამარჯვებულის ვინაობაც 16 აპრილს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაირკვევა.

2019-03-29T19:29:17+00:00