საქართველოს 21 წლადმე ნაკრებში ნიკა გაგნიძის დებიუტი შედგა

საქართველოს 21 წლადმე ნაკრებში ნიკა გაგნიძის დებიუტი შედგა

საქართველოს 21 წლმადე ნაკრებში ჩვენი ნახევარმცველის – ნიკა გაგნიძის დებიუტი შედგა. გორში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც რამაზ სვანაძის შეგირდებმა ბელარუს თანატოლებთან 4:1 მოიგეს, ნიკა თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო და მოედნიდან გასული ბექა დარცმელიასგან კაპიტნის სამკლაურიც გადაიბარა. რაც შეეხება გატანილ გოლებს, ჩვენი ნაკრებიდან თავი ორჯერ  გულიაშვილმა გამოიჩინა, თითო ბურთი კი იაკობიძემ და შეყილაძემ გაიტანეს.

საქართველოს  21  წლამდე ნაკრები სამშობლოში გასამართი ევორპირველობისთვის ემზადება, რომელიც  2023 წელს საქართველოსა და რუმინეთში ერთობლივი მასპინძლობის სისტემით ჩატარდება.

2021-03-29T18:28:19+00:00