საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ფინეთს 2-1 სძლია, გუგეშაშვილი მატჩის გმირად იქცა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ფინეთს 2-1 სძლია, გუგეშაშვილი მატჩის გმირად იქცა

დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ფინელ  თანატოლებს გასვლაზე 2-1 სძლია და ჯგუფში მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა, რომელმაც არაერთი  სახიფათო დარტყმა მოიგერია, შეხვედრის 61- ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების კარში  დანიშნული  თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

იხილეთ ვიდეო

 

აღსანიშნავია რომ ქართველი ახალგაზრდები ამ მატჩს 0-1 აგებდნენ, თუმცა ბექა მიქელთაძისა და ირაკლი ბუღრიძის გოლებით მატჩის შემოტრიალება შეძლეს.

2018-10-12T21:49:48+00:00