საქართველოს 21 – წლამდე ნაკრები გორში 2 ოფიციალურ მატჩს გამართავს

საქართველოს 21 – წლამდე ნაკრები გორში 2 ოფიციალურ მატჩს გამართავს

მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს  საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 2 მატჩს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.

გია ცეცაძის  შეგირდები, 23 მარტს, 19:00 საათზე, ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუხვდებიან, 27 მარტს კი დანიის ნაკრებს უმასპინძლებენ. აღნიშნული შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრებზე დასწრება გულშემატკივარს უფასოდ შეეძლება.

2018-03-22T14:31:36+00:00