სიონი – დილა : მატჩის წინ

სიონი – დილა : მატჩის წინ

ეროვნული ლიგის 31- ტურში დილა ბოლნისის სიონს ესტუმრება. აღნიშნული შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, მიხელ მესხის სათადარიგო სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.

გუნდები აღნიშნულ შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მოტივაციით ხვდებიან, ბოლნისის სიონს 30 ჩატარებული მატჩის შემდეგ 25 ქულა აქვს, მე-8 პოზიციაზეა და გადათამაშების ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს, დილას კი ამდენივე მატჩის შემდეგ 50- ქულა აქვს, მე-5 პოზიციაზე იმყოფება და სამეულში ადგილის დაბრუნებისთვის იბრძვის.

ურთიერთ შეხვედრები

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები 3 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, პირველი მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 3-2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მეორე შეხვედრა, რომელსაც მიხელ მესხი 2- მა უმასპინძლა ფრედ 2-2 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

მესამე მატჩი კი რომელიც კვლავ გორში  გაიმართა უგოლო ფრით დასრულდა.

იხილეთ ვიდეო

 

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო მატჩებს ეროვნულ  ლიგაში, გასულ ტურში სიონი კოლხეთს 1-1 დაუზავდა დილამ კი  ქულები საბურთალოსთან გაიყო, 0-0.

დილას  ხვალინდელ შეხვედრაში დისკვალიპიკაციის გამო, ცენტრალური მცველი, გიორგი  გადრანი დააკლდება.

სიონი – დილას  მატჩი ხვალ 15:00  საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE შემოგთავაზებთ.

2018-11-02T20:51:35+00:00