,,ტორპედომ” ოფიციალურ განცხადებაში დილას მადლობა გადაუხადა

,,ტორპედომ” ოფიციალურ განცხადებაში დილას მადლობა გადაუხადა

როგორც უკვე იცით ტორპედო – დილას შორის  6 აგვისოტს გასამართი შეხვედრა, ქუთაისური  კლუბის ევრპის ლიგაზე მონაწილების გამო მათივე თხოვნით, ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხების შედეგად გადაიდო.

ამასთან  დაკავშირებით ქუთაისის ,,ტორპედო” ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა და დილას მადლობა გადაუხადა.

,,რთული კალენდრიდან გამომდინარე, “ტორპედომ” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ გორის “დილასთან” (6 აგვისტო) და “რუსთავთან” (12 აგვისტო) გასამართი მატჩები გადადებულიყო. ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და ორივე მატჩი გადადო, რისთვისაც მადლობას ვუხდით.

“ტორპედო” მადლობას უხდის ასევე გორის “დილასა” და “რუსთავს”, რომლებიც საკითხს გაგებით მოეკიდნენ და თავის მხრივ, მატჩების გადადებაზე თანხმობა განაცხადეს.”  აღნიშნულია  ქუთაისის ტორპედოს ოფიციალურ განცხადებაში.

დილა  აფასებს  ,,ტორპედოს” მხირდან გამოხატულ მადლიერებას და მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერი  კოლგიური  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომავალი თანამშრომლობისთვის.

2018-08-06T16:39:27+00:00