ტორპედო – დილას მატჩი გადაიდო

ტორპედო – დილას მატჩი გადაიდო

საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციის გადაწყვეტილებით 6 აგვისტოს გასამართი, ეროვნული ლიგის 19 ტურის მატჩი ტორპედოსა და დილას შორის გადადებულია.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ქუთაისის ტორპედოს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა და გუნდის გადატვირთული  განრიგი გახდა, შესაბამისად, დილა მიმდინარე ტურში მატჩს არ გამართავს. როდის გაიმართება   გადადებული შეხვედრა, ამ დროისთვის უცნობია.

მომდევნო შეხვედრა კი ჩვენს გუნდს საჩხერის ,,ჩიხურასთან”, გორში, 12 აგვისტოს ელის.

2018-08-04T21:14:36+00:00