ტორპედო – დილა მატჩის წინ| დილა ახალ სეზონს ქუთაისში დაიწყებს

ტორპედო – დილა მატჩის წინ| დილა ახალ სეზონს ქუთაისში დაიწყებს

1 მარტს ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის ახალ სეზონს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ,,ტორპედოსთან” მატჩით დაიწყებს, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

ურთერთშეხვედრები წინა სეზონში

ორივე გუნდის შემადგენლობა წინა სეზონთან შედარებით გვარიანად არის გადახალისებული, ( ,,დილას” მიერ განოხირციელბული ტრანსფერბის  შესახებ ინფორმაციის ხილვა ჩვენს საიტზე შეგეძლიათ )  რაც შეეხება წინა სეზონში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებას, გამართული 4 შეხვედრიდან 3 ფრედ დასრულდა 1 მატჩი კი იმერლებმა მოიგეს.

დანაკლისი

ხვალინდელ მატჩს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ გიორბელიძე გამოტოვებს,  ამის მიზეზი  წინა სეზონიდან  გადმოყოლილი დისკვალიპიკაციაა, რომელიც მან თბილისის ,,დინამოსთან” მატჩში მიიღო.

 

პირდაპირი რეპორტაჟი

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ELIGA.GE -ს და ტელეკომპანია 02 მეშვეობით შეგეძლებათ, მატჩის საყურებელ ბმულს მატჩის დაწყებამდე ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განვათავსებთ.

არბიტრები

ტორპედო – დილას მატჩის მთავარი  არბიტრი ჯენერი ხორავა იქნება, მას დავით ჩიგოგიძეზაზა ფიფია  და კოტე გიორგაძე დაეხმარებიან.

2020-02-29T14:21:48+00:00