ტორპედო – დილა : მატჩის წინ

ტორპედო – დილა : მატჩის წინ

28 მაისს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩში,  დილა ქუთაისის ტორპედოს ესტუმრება, მატჩს წყალტუბოს ცენტრალური  სტადიონი უმასპინძლებს.

სატურუნირო მდგომარეობა

გასული  15 ტურის შემდეგ დილას 18 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება, ქუთაისელებს კი ამდენივე მატჩის შემდეგ 26 ქულა აქვთ და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

ურთიერთშეხვედრები მიმდიანრე სეზონში

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთხელ უკვე დაუპირისპირდნენ  ერთმანეთს,  შეხვედრა გორში შედგა და ქუთაისელთა გამარჯვებით,0-2 დასრულდა.

ბოლო მატჩები ჩემპიონატში

რაც შეეხება ამ გუნდების ბოლო მატჩებს ერ0ვნულ ლიგაში, გასულ ტურში დილა საბურთალოს საკუთარ მოედანზე დაუზავდა (1-1), ქუთაისელები კი პრინციპულ მეტოქესთან, თბილისის დინამოსთან  გასვლით შეხვედრაში, 1-2 დამარცხდნენ.

დანაკლისი

ხვალინდელ შეხვედრას დისკავალიფიცირებული  ფეხბურთელები არ ჰყავს.

პირდიაპირი ეთერი

ტორპედო – დილას  დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ELIGA.GE-ზე და ტელეკომპანია 02 ზე იხილავთ.

არბიტრები

მატჩის მთავარი  არბიტირი ჯენერი ხორავა იქნება, მას ლევან თოდრია, ირაკლი უკლება,  და დავოთ სანოძე დაეხმარებიან. მეოთხე დამატებითი არბიტრი კი კ.გიორგაძე იქნება.

ფოტო : ADJARASPORT.COM

2019-05-27T22:47:28+00:00