ტრანსფერი: გიორგი გადრანი დილას ფეხბურთელია

ტრანსფერი: გიორგი გადრანი დილას ფეხბურთელია

ჩვენი გუნდის რიგებში კიდევ ერთი  ცენტრალური მცველი, გიორგი გადრანი  ჩაირიცხა.

23 წლის  გადრანმა კარიერა ,,გაგრაში” დაიწყო, სადაც 3 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და ამ დორის მანძილზე, ამ გუნდის მაისურით 49 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

იგი  ასევე იცავდა თბილისის ,,დინამოს” ღირსებას საიდანაც უკრაინულ ,,ჩერნომორეცში” გადაბარგდა და 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დილაში გადმოსვლამდე მისი ბოლო კლუბიც სწორედ უკრაინის პრემიერლიგის ბინადარი  ,,დესნა” იყო, რომლის შემადგენლობაშიც, გიორგიმ 7 მატჩი ჩაატარა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

იხილეთ ვიდეოკოლაჟი დილას ახალწვეულის შესახებ 

2018-07-19T14:57:47+00:00